მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისიმ ონლაინ განვადების ციფრული არხი შექმნა

5f7c44d58c765
თელარა გელანტია
06.10.20 14:19
1573
მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, დღეიდან, Tbcganvadeba.ge-ზე განვადების სერვისით სარგებლობა უკვე სახლიდან გაუსვლელად, უმოკლეს დროშია შესაძლებელი. ამისთვის, მომხმარებელმა ვებ-გვერდზე განთავსებული პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალიდან, მისთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე ნივთი უნდა შეარჩიოს და მარტივი განაცხადი შეავსოს.

როგორც bm.ge-ის თიბისიდან აცნობეს, პროგრამა ავტომატურად განიხილავს განაცხადს, რის შემდეგაც მომხმარებელი განვადების დამტკიცების შესახებ პასუხს რამდენიმე წამში მიიღებს და მას ფილიალში ან მაღაზიაში მისვლა და განაცხადის შესავსებად ოპერატორთან გასაუბრება აღარ დასჭირდება.

„თიბისის მისიაა, ადამიანების ცხოვრების გამარტივება. ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს მომხმარებლებისთვის ისეთი პროდუქტების და სერვისების შეთავაზებაზე, რაც მათ საჭიროებებზე მაქსიმალურად იქნება მორგებული. პროცესების ფიზიკურიდან ონლაინ სივრცეში გადატანა და მათი გაციფრულებაც ამ სტრატეგიის ნაწილია. მოხარული ვართ, რომ საქართველოში პირველად, განვადების სერვისით სარგებლობას მომხმარებლები უკვე დისტანციურად შეძლებენ და ამისათვის მათ ფილიალში ვიზიტი არ მოუწევთ, მით უმეტეს არსებული გამოწვევის ფონზე“, - აცხადებს  თიბისის განვადების განვითარების ლიგის ხელმძღვანელი ირაკლი ევგენიძე.

სასურველი ნივთის შესაძენად, Tbcganvadeba.ge-ზე დამტკიცებული ონლაინ განვადების გამოყენებას მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში შეძლებს.

ვებ-გვერდს მუდმივად დაემატება ახალი ფუნქციები, ასევე განახლდება პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალი.
NS