მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

625fd92296521
BM.GE
20.04.22 14:17
584
აშშ-ში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს დამიენ შილსს შეხვდა.

როგორც bm.ge-ს სამინისტორდან აცნობეს, მახრეებმა საქართველოსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას შორის თანამშრომლობის საკითხები და IFC-ის გადაწყვეტილება - კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, გაზარდოს პორტფელის მოცულობა საქართველოსთვის მიმოიხილეს.

შეხვედრაზე პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრეს. "2021 წელს ქვეყნის ეკონომიკამ აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტემპი აჩვენა. ამასთან, ხაზი გაესვა დღეს მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებსაც, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას უკავშირდება", - ნათქვამია რელიზში.