მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GOGC 12 ათასი ტონა ნედლი ნავთობის გასაყიდად აუქციონს აცხადებს

5f86ee16ede84
შოთა ტყეშელაშვილი
14.10.20 16:45
1484
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია 12 ათას ტონა ნედლ ნავთობს ყიდის. სახელმწიფო კომპანიის მიერ გამოცხადებული აუქციონის თანახმად, ნავთობი საქართველოში არის მოპოვებული, საიდანაც 9 ათასი ტონა Georgian Light-ის მარკის, 3 ათასი ტონა კი Georgian Heavy-ის მარკის ნავთობი იქნება. 

აუქციონში მონაწილეებმა კორპორაციის საბანკო ანგარიშზე წინასწარ $50 ათასი დოლარი უნდა ჩარიცხონ.

"ბარელი ნედლი ნავთობის საბოლოო ღირებულება გამოიანგარიშება აშშ დოლარში და დადგინდება შემდეგნაირად, ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს და მის მომდევნო ორ დღეს S&P Global, Inc-ის გამოცემაში Urals CIF Med - Georgian Heavy ნედლი ნავთობისთვის და Dated Brent – Georgian Light ნედლ ნავთობისთბის დღიური საშუალო ფასების არითმატიკულ საშუალოს გამოკლებული აუქციონით დადგენილი დისკაუნტი", - ნათქვამია აუქციონის პირობებში

ვაჭრობა გაიმართება GOGC-ის მიერ დადგენილი დისკაუნტის, 5.90 აშშ დოლარის მიმართ (ფასდაკლება ერთ ბარელ ნავთობზე) სავაჭრო 0,20 აშშ დოლარის ბიჯით შემცირებით.