მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია" - პრემიერი

5ec3b3a7e3a14
ინგა მურუსიძე
19.05.20 14:16
1223
ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კახეთში, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ პირველ რიგში ადამიანის ჯანმრთელობა და ვირუსთნ ბრძოლა იყოს პრიორიტეტი N1. კახეთში ამის თქმა საამაყოა, რადგან აბსოლუტურად კარგად მიდის აქ ყველაფერი ჯანმრთელობის თვალსაზრისით. საცოდაობაა ასეთ დროს, ასეთ ამინდში, ასეთ მომზადებულ კახეთში, სიცარიელე. ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ნელ-ნელა, ძალიან ფრთხილად, ყველა წესის დაცვით ავამოქმედოთ ეკონომიკა“, - განაცხადა გახარიამ.