მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების შესახებ შეთანხმება გაფორმდება

5f744f6b5fbf2
ვიქტორია მღებრიშვილი
30.09.20 13:30
4908
საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ - აღნიშნულ საკითხზე შეთანხმებას საქართველოსა და ისრაელის მხარეებს შორის დღეს მოწერება ხელი.

განცხადებას ამის შესახებ საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეთანხმება დღეს ისრაელში გაფორმდება, ხოლო ხვალ საქართველოში მის იმპლემენტაციის პროტოკოლს მოეწერება ხელი.

BMG საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს, 30 სექტემბერს იერუსალიმში ისარაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბი აშკენზი და საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია ხელს მოაწერენ ორმხრივ შეთანხმებას ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დამხმარე პერსონალად დროებითი საქმიანობის შესახებ.

ხვალ, 1 ოქტომბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე და ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი, ხელს მოაწერენ აღნიშნული შეთანხმების იმპლემენტაციის პროტოკოლს თბილისში.

ორივე დოკუმენტი შექმნილია საქართველოდან ასობით დამხმარე მუშაკის შერჩევისა და დროებითი დასაქმების ხელშესაწყობად ისრაელის ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, სადაც ქრონიკული ან კომპლექსური დაავადებებისა და/ან შეზღუდული (ფიზიკურად ან კოგნიტურად) შესაძლებლობების მქონე პირებს უვლიან. დიპლომატების, საჯარო მოხელეების, იურისტებისა და ექსპერტების გუნდი ორივე ქვეყნის სამთავრობო უწყებებიდან დაუღალავად მუშაობდნენ ბოლო თვეების განმავლობაში, რათა შერჩევის, ტრენინგისა და დასაქმების სისტემა ყოფილიყო სამართლიანი, ეფექტური და ქმედითი. მთლიანი პროცესის განხორციელება, მონიტორინგი და ზედამხედველობა იწარმოებს შესაბამისი სამთავრობო უწყებების მიერ, ორივე მხარის იურისდიქციასთან სრული შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელსაც ისრაელის ხელისუფლებამ მიმართა უცხოელი დამხმარე პერსონალის ხანგრძლივი მოვლენის დაწესებულებებში დასაქმების მიზნით. ეს ფაქტი ასახავს როგორც ღრმა მეგობრულ კავშირებს ორ ერს შორის, ასევე შესანიშნავ საქმიან ურთიერთობებს ჩვენი ქვეყნების მთავრობებსა და საელჩოებს შორის. ისრაელის საელჩოს სურს განსაკუთრებით აღნიშნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიას და ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის (წინა თანამდებობაზე ყოფის პერიოდში) განსაკუთრებული წვლილი“, - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, ისრაელში საქართველოს მოქალაქებიის დროებით დასაქმების მიზნით ისრაელსა და საქართველოს მთავრობებს შორის, ნოტების გაცვლის მიზნით მოლაპარაკებების დაწყების შესახებ საქართველოს მთავრობამ დადგენილება 2019 წლის 8 ივლისს გამოსცა.