მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე?

5f9c50aabe2f7
BM.GE
30.10.20 21:33
1033
საქართველოს ეკონომიკა გლობალურ საფინანსო ბაზარზე სულ 3 კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი, ესენია - “თიბისი ბანკი”, “საქართველოს კაპიტალი” და “საქართველოს ბანკი”. 

გასული კვირის ვაჭრობის შედეგად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული ქართული კომპანიების უმეტესობის აქციების ფასი შემცირდა. 

TBC PLC-ის აქციების ღირებულების კლება 5.49%-ს შეადგენს, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 9.13 გირვანქა სტერლინგი ღირს. აქციების ფასის შემცირების გამო, თიბისის საბაზრო კაპიტალიზაციამ 27 მილიონი გირვანქა სტერლინგით იკლო და ამჟამად 503.57 მილიონს შეადგენს. გასულ კვირიაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 1,010,219 გირვანქა სტერლინგი იყო.

BGEO-ს აქციების ღირებულება 3.91%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 8.84 გირნავქა სტერლინგს შეადგენს. ამ კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 16 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 434.66 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. საფონდო ბირჟის მონაცემების თანახმად, “საქართველოს ბანკის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა გასულ კვირაში 779,534 გირვანქა სტერლინგი იყო.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების კლებამ კი 5.97% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 3.70 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 11 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 177.24 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირიაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 103,755 გირვანქა სტერლინგი იყო.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის აგვისტოდან "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" (GHG) საფონდო ბირჟაზე აღარ ივაჭრება, რადგან კომპანიამ სრულად "საქართველოს კაპიტალის" შემადგენლობაში გადაინაცვლა. 

რაც შეეხება სახელმწიფო კომპანიების - რკინიგზისა და გაზისა და ნავთობის კორპორაციის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებს, მათი ბონდების ცვლილება ასეთია: 

რკინიგზა - ბონდის ღირებულება $104.86 დოლარი - ცვლილება გასული კვირის მანძილზე +0.18%. წლიურ ჭრილში, ბონდის ღირებულება -5.05%-ით არის შემცირებული.

გაზისა და ნავთობის კორპორაცია - ბონდის ღირებულება $101.55 დოლარი - ცვლილება გასული კვირის მანძილზე 0%. წლიურ ჭრილში, ბონდის ღირებულება -2.45%-ით არის შემცირებული.