მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“Carlsberg შემოდიოდა საქართველოში და ამას ხელი შეუშალა სახელმწიფომ...იმ საღამოს დამაკავეს”

5f5e3b0e6a32b
სალომე მეცხვარიშვილი
13.09.20 19:25
2573
ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი აცხადებს, რომ გასულ წლებში ზოგიერთმა “ვაი სახელმწიფო მოხელემ” საქართველოში უმსხვილესი ინვესტიციების შემოსვლას შეუშალა ხელი. ამის შესახებ მან Forbes Talks-ში სტუმრობისას განაცხადა.

ბიზნესმენი იხსენებს 2 შემთხვევას - 2014 და 2015 წლებში, როდესაც ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფი ლუდის წარმოებაში Carlsberg საქართველოში შემოდიოდა და “ზედაზენში” აპირებდა თანხის ჩადებას. ჩოჩელის თქმით, 2015 წელს ასევე აპირებდა შემოსვლას “ბარამბოში” არგენტინული კომპანია Arcor.

“2014 წლის ბოლოს უცხოელები იყვნენ ჩამოსულები “ზედაზენში”, აინტერესებდათ პარტნიორობა, მაშინ უბრალოდ ზოგიერთმა ვაი სახელმწიფო მოხელემ გადაწყვიტა, რომ ეს არ უნდა შემდგარიყო.

Carlsberg შემოდიოდა საქართველოში და ამას ხელი შუშალა სახელმწიფომ, რადგან იმავე საღამოს ყადაღა დაადეს კომპანიას...
ინვესტორები შეხვდნენ მაშინდელ ეკონომიკის მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, ბიზნესმობუდსმენსაც.

ფინანსურმა პოლიციამ დამაკავა. იმავე დღეს, როცა მემორანდუმი გავაფორმეთ...

ამის მიუხედავად, ჩვენ ინვესტირება გავაგრძელეთ და დაახლოებით 20 მილიონი ჩავდეთ დამატებით. მიუხედავად დიდი ინვესტიციისა, დღეს 2014 წელთან შედარებით, იმის ნახევარიც აღარ ღირს ეს ბიზნესი, თან ქვეყანამ დაკარგა Carlsberg ჯგუფი.

მეორე პრობლემა იყო “ბარამბოსთან” დაკავშირებით. 2015 წელს შემოდიოდა არგენტინული კომპანია “არკორი” და ანალოგიურად ჩაიშალა”,- აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.

მისივე თქმით, ეს არის განვლილი გზა, რომელსაც აღარ ეშველება.

“ჩვენ გვინდა, რომ სისტემურ დონეზე აღარ იყოს ის შეცდომები, რაც ჩვენს მიმართ დაუშვეს ან ჩვენ დავუშვით. უნდა გვქონდეს კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ყველას - წვრილ და მსხვილ ბიზნესსაც”,- აცხადებს ბიზნესმენი, რომელიც ბიზნესმენ და დეპუტატ კახა ოქრიაშვილთან ერთად პარტიას ქმნის.