11.მარტი .2020 09:40

CARU უკრაინის ბაზარზე გავიდა - რა ფორმით იფუნქციონირებს ქართული სტარტაპი საზღვარგარეთ?

views 284
უკან

ავტომობილის მოვლის ინოვაციური პლატფორმა CARU, რომელიც მომხმარებლებს ავტოასისტენტის მომსახურებას სთავაზობს, უკრაინის ბაზარზე გავიდა. ამის შესახებ BM.GE-ს CARU-ს დამფუძნებელი ნიკა აბაშიძე ესაუბრა.

როგორც ნიკა აბაშიძე განმარტავს, უკრაინაში უკვე არსებული ბიზნესმოდელი გადაიტანეს, შესაბამისად სტარტაპი საზღვარგარეთ სტანდარტული სახით იქნება წარმოდგენილი, მომსახურებას კი საქართველოდან უკრაინაში წასული 2 ქართველი და უკრაინელი თანამშრომლები უზრუნველყოფენ.

„მარტივად მოვახერხეთ უკრაინის ბაზარზე შესვლა, 2 თანამშრომელი გავუშვით, რომლებმაც კონტრაქტები გააფორმეს სერვის-პროვაიდერებთან. ახლა ბაზარზე ვალიდაციის პროცესს გავდივართ და შემდეგ უკვე სწრაფად ვაპირებთ ზრდას“, - აღნიშნავს CARU-ს დამფუძნებელი.

როგორც ნიკა აბაშიძე განმარტავს, CARU-ს კონცეფციიდან გამომდინარე, მისი საზღვარგარეთ ინტეგრირება მოსახერხებელი იყო, შესაბამისად, უკრაინაში უკვე განხორციელდა პირველი შეკვეთები.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ნიკა აბაშიძის განმარტებით, მომსახურებაზე მოთხოვნა მზარდია. მან გარკვეული პირების მხრიდან ანტიპიარის მცდელობის შემთხვევებზეც ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, CARU საკმაოდ სწრაფად იზრდება.

ცნობისთვის: CARU-მ ადგილობრივ ბაზარზე ოპერირება 2018 წლის 1 აგვისტოს დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა