აზერბაიჯანული ინვესტიციით შექმნილ თურქული კომპანია Caspi Group-ისთვის საქართველო პოსტპანდემიურ პერიოდშიც მიმზიდველ ბაზრად რჩება; უფრო მეტიც, როგორც BM.GE-ისთან საუბრისას კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა გარათელ ალახვერდოვამ განაცხადა, ინვესტორები გეგმავენ, წარმოების ნაწილი საქართველოში გადმოიტანონ.
„ჩვენთვის საქართველო პოსტპანდემიურ პერიოდში საინვესტიციოდ მიმზიდველ ბაზრად რჩება, უფრო მეტიც, ვფიქრობთ ბრენდირებული აქსესუარების წარმოების ნაწილი საქართველოში გადმოვიტანოთ“, - ამბობს “კასპი საქართველოს“ დირექტორი.
Caspi Group-ი საქართველოში 12 წელია, რაც ოპერირებს. თავდაპირველად მათი საქმიანობა კომპანიებისთვის ბრენდირებული აქსესუარების წარმოება იყო, თუმცა 7 წლის წინ საქართველოში სასტუმრო-რესტორნებისთვის სამზარეულოსთვის განკუთვნილი სპეციალური დანადგარების შემოტანაზეც დაიწყეს მუშაობა.
დღეს, ბიზნესზე კორონავირუსის ეფექტზე საუბრისას, გარათელ ალახვერდოვა ამბობს, რომ მათი ბიზნესი საქართველოში და სხვა მათ წარმომადგენლობებშიც სრულად გაჩერდა და დიდი ზარალიც მოუტანა.
„ნებისმიერი ინვესტორისთვის გავრცელებული ვირუსი დიდ პრობლემას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებდით დისტანციურად მუშაობას, ვახორციელებთ ისეთი პროდუქტის შემოტანას, როგორიცაა სარესტორნე სამზარეულოს დანადგარები და კომპანიებისთვის ბრენდირებული აქსესუარების წარმოება, რაც ამ ეტაპისთვის არ არის მოთხოვნადი, ამიტომ ჩვენი კომპანია როგორც საქართველოში, ასევე, სხვა ქვეყნებში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში სრულად გაჩერდა და სერიოზული ზარალიც მიიღო. პირველი დარტყმა სტუმარ-მასპინძლობის სექტორმა მიიღო, შესაბამისად, ჩვენ ამ სექტორზე ვიყავით მიბმული, ამიტომ დიდი ტრავმა მივიღეთ, თუმცა ვირუსის გავრცელებამდე დაწყებულ პროექტებზე პროექტ მენეჯერებთან ერთად დისტანციურად ვმუშაობდით.
ამასთან, ჩვენ აქსესუარების წარმოების პროცესი არ გაგვიჩერებია და შეკვეთების შემთხვევაში, მზად ვართ, ვუპასუხოთ მოთხოვნას. ამ კვირაში იგეგმება ჩვენი კომპანიის უსაფრთხოების ნორმების შემოწმება და ნელ-ნელა დავიწყებთ გააქტიურებას“, - განმარტავს კომპანიის დირექტორი.
გარათელ ალახვერდოვა აღნიშნავს, რომ სირთულეების მიუხედავად, მათ შეინარჩუნეს დასაქმებულები.
„კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობაში 15-მდე ადამიანი მუშაობს და მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში არანაირი მოგება არ გვქონია, შევინარჩუნეთ თანამშრომლები და შევუნარჩუნეთ მათ ხელფასები. ეს კომპანიის იმიჯის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხია“, - ამბობს ის.
კითხვაზე - რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ იმისთვის, რომ ბიზნესმა პოსტპანდემიურ პერიოდში ამოქმედება შეძლოს, გარათელ ალახვერდოვა აცხადებს, რომ სახელმწიფოს მზაობა ამ მიმართულებით არის.
„სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია, თუნდაც საშემოსავლო გადასახადის შეღავათების მხრივ, ასე თუ გაგრძელდება მხარდაჭერა, უფრო მარტივად შევძლებთ ამოქმდებას“, - უთხრა BM.GE-ის „კასპი საქართველოს“ დირექტორმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ