16.აგვისტო .2019 12:30

CASTELLO MARE: ტრაგიკული არაფერია, აჭარის რეგიონი ტურისტებით სავსეა

views 693
უკან

"რეალურდ ტრაგიკული არაფერი მომხდარა, აჭარის რეგიონი ტურისტებით სავსეა. ზღვის სეზონი არ ჩავარდნილა, პირიქით, ძალიან კარგ მდგომარეობაში ვართ", – ამის შესახებ BM.GE-ს ციხისძირში მდებარე სასტუმრო Castello Mare-ს მარკეტინგის და გაყიდვების მენეჯერმა მანო კუჭუხიძემ განუცხადა.

როგორც სასტუმროს მენეჯერი ივლისში ჩვენთან საუბრისას განმარტავდა, Castello Mare-ს რუსეთის ავიასანქციების გამო, 1,5 მლნ ლარის ჯავშანი გაუუქმდა, ხოლო სასტუმროს 60-70%-ს სწორედ რუსი ტურისტები შეადგენდნენ, თუმცა ამჟამად მანო კუჭუხიძე აცხადებს, სასტუმროში გეგმის შესაბამისად ბაზრების დივერსიფიცირება მოხდა და რუსეთის ბაზარი რამდენიმე სხვა ბაზრით ჩანაცვლდა. 

"ვერ ვიტყვით, რომ რუსეთის ბაზარი აღდგა. რუსი ტურისტები იგივე დოზით მოდიან, მაგრამ დიდი რაოდენობით არ არიან. რაც შეეხება, ზოგად მდგომარეობას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან კარგი მდგომარეობაა კასტელო მარეში იმ მხრივ, რომ ბოლო პერიოდში სასტუმრო მთლიანად დატვირთულია. 

თუ გასულ წელს 60-70%-მდე რუსი ტურისტი იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 15%-მდე შემცირდა. რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება უზბეკეთის, აზერბაიჯანის, პოლონეთის, სომხეთისა და გერმანიის ბაზრებით მოვახდინეთ. ასევე, Spend Your Summer In Georgia-ს კამპანიის ფარგლებში ბევრი ქართველი ტურისტი მივიღეთ. 

როდესაც რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აიკრძალა, თავდაპირველად განწყობა უიმედო იყო. ახლა ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე სასტუმროს ნომრები სრულად დაჯავშნილია", - განაცხადა Castello Mare-ს მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა