მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Caucasus Travel: დამოკიდებული ვართ არა მხოლოდ ერთ ქვეყანაზე, არამედ მთელ მსოფლიოზე

5ef22a51a7dc1
მარიამ ადამია
23.06.20 21:20
1038
„მთავრობას შეეძლო რომ გადასახადები, რომლებიც გადაგვივადეს, საერთოდ გაენულებინა, თუკი სექტორის მხარდაჭერაზეა საუბარი, მაგრამ რაც გაკეთდა ესეც დახმარების მცდელობა იყო და რა თქმა უნდა, დამაკმაყოფილებელი ვერ იქნება, რადგან აქ საუბარია სექტორის 0-დან პულსის აღდგენამდე მიყვანაზეა  და თან ისეთ გაჭირვებულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა“, - ამის შესახებ გადაცემა "საქმიან დილაში", ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დამფუძნებელმა საბა კიკნაძემ ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ 200 ლარი თვეში, რომელიც სახელმწიფომ გამოყო ადამიანების დასახმარებლად საკმარისი არაა. 

„ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო ტურიზმზე, სადაც შეიძლება მარკეტინგული ნაბიჯების გადადგმა და ამის მცდელობაც არის, მაგრამ რეალურად დამოკიდებული ვართ არა მხოლოდ ერთ ქვეყანაზე, არამედ მთელ მსოფლიოზე და არ მიკვირს ის არაეფექტიანობა, რომელიც მოჰყვა ჩვენს მარკეტინგულ მცდელობებს, ხოლო ტურიზმის ადმინისტრაციამ უმჯობესია გადახედოს სხვა ქვეყნებში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, მათ შორის მაგალითად იაპონიას, სამხრეთ კორეას, აქ გაცილებით უკეთესია მდგომარეობა, ვიდრე ევროპაში და დროულად უნდა დავიწყოთ საზღვრების გახსნა და ავიაკომპანიების დათანხმება, რომ დაიწყონ ფრენები ქვეყანაში,“ - აღნიშა საბა კიკნაძემ.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს ტურისტული სექტორის გახსნა იყო დაგეგმილი, თუმცა გაიხსნება თუ არა ვიზიტორებისთვის საზღვრები, ამ დრომდე არ არის ცნობილი. ტურიზმის გახსნის თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე იმსჯელეს, რომლის დასრულების შემდეგაც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა უახლოეს პერიოდში გააკეთებს განცხადებას იმის შესახებ, თუ რა სახით მოხდება უცხოელი ვიზიტორებისთვის საქართველოს საზღვრების გახსნა.