08.ოქტომბერი .2019 22:20

Caucasus Travel-ის დამფუძნებელი: გმირთა მოედანზე შეიძლება კისერი მოიტეხო

views 3137
უკან

გმირთა მოედანზე შეიძლება კისერი მოიტეხო, საგზაო ნიშნები ადეკვატურად არ არის - ამის შესახებ ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დამფუძნებელი საბა კიკნაძე აცხადებს და აღნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით ქვეყანაში პრობლემებია.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურასთან ერთად, პრობლემაა არასაკმარისი პროფესიონალი კადრები, დაბალი სერვისი და ა.შ.

“ხარისხის დევალვაცია, არაპროფესიონალური კადრები, სიმწირე კადრების - დაწყებული სასტუმროს მენეჯმენტიდან, დასრულებული გიდებით. დაურეგულირებლობა. პრობლემაა სამთო გიდებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ინტენსიურად მიმდინარეობს სამთო გიდების გადამზადება, არ არის საკმარისი კვალიფიცირებული გიდების რაოდენობა.

ასევე რუსეთიდან და უკრაინიდან შემოსული ე.წ. თხილამურების მასწავლებლებისა და გიდების პრობლემა, რომლებიც ფაქტობრივად, პროფესიონალ ქართველ გიდებს ართმევენ სამუშაო ადგილს.

პრობლემაა ინფრასტრუქტურაც - ბევრჯერ მითქვამს, რომ გმირთა მოედანზე შეიძლება კისერი მოიტეხო, საგზაო ნიშნები ადეკვატურად არ არის. უნდა დაიმახსოვრო ეს ლოკოკინა, თუ როგორ უნდა გაიარო, რომ მიხვიდე დანიშნულების ადგილამდე. შეიძლება, გინდოდეს სადგურზე მოხვედრა და მოხვდე აბსოლუტურად სხვაგან”,- აცხადებს საბა კიკნაძე.