მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CDC: 70 წელს ქვემოთ ასაკის ადამიანებში COVID-19-ით სიკვდილიანობა 1%-ზე ნაკლებია

5f5b31b4b9a13
ნათია თაქთაქიშვილი
11.09.20 13:10
1455
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა (CDC) კორონავირუსის სიკვდილიანობის შესახებ ანგარიში განაახლა, სადაც ასაკის მიხედვით სიკვდილიანობის კოეფიციენტი შეცვლილია.

როგორც CDC-ი აცხადებს, ახალი ანგარიში ჯერ კიდევ ალბათობის პრინციპს და აშშ-ში შესწავლილ შემთხვევებს ემყარება.

ახალი ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში სიკვდილიანობის კოეფიციენტი ასაკის მიხედვით ასე გამოიყურება:

•0.003% - 18 წლამდე ასაკის ბავშვებში;
•0.02% -  20-49 ასაკობრივ ჯგუფში;
•0.5% - 50-69 ასაკობრივ ჯგუფში;
•5.4% - 70 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში.

ლეტალობის შემთხვევები ჰოსპილატიზირებულ პაციენტებში:

•2.4% - 18-49 ასაკობრივ ჯგუფში; 
•10% - 50-64 ასაკობრივ ჯგუფში; 
•26% და მეტი - 65 წელს გადაცილებულ პაციენტებში.