მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CDC: აშშ-ს მოსახლეობის 60% ვაქცინის ერთი დოზით აცრილია

60a3cf8f52d26
ნათია თაქთაქიშვილი
18.05.21 19:17
680
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც აშშ-ს ზრდასრული მოსახლეობის თითქმის 60%–ს უკვე მიღებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN- ავრცელებს.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, აშშ-ს ზრდასრული მოსახლების 47%-მა კი უკვე მიიღო ვაქცინის ორივე დოზა. ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, ქვეყანა დღეში დაახლოებით 1.8 მილიონ ვაქცინის დოზას მოიხმარს.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე 274,411,901 მილიონი ვაქცინის დოზის გახარჯვა მოხდა, რაც მიწოდებული ვაქცინის მთლიანი ოდენობის 80%-ია. აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის დაწყებიდან აშშ-ს 344,503,595 დოზა ვაქცინა მიეწოდა.