27.მაისი .2020 16:50

CDC: COVID-19-ის ანტისხეულების ტესტების ნახევარი მცდარია

views 373
უკან

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) განცხადებით, COVID-19-ის ანტისხეულების ტესტების ნახევარი მცდარია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

CDC აღნიშნავს, რომ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობა ჯანდაცვის სექტორისთვის ნაადრევია.

"ანტისხეულების ტესტებზე დაყრდნობით, დაავადებაგადატანილი ადამიანების სკოლებში, საერთო საცხოვრებლებში და გამოსწორებით დაწესებულებებში დაბრუნების გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიღებული", — წერია CDC-ის განცხადებაში.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრში იმასაც ამბობენ, რომ ანტისხეულებზე ტესტირების მიხედვით, ადამიანების სამსახურში დაბრუნებაც არ უნდა გადაწყდეს.

CDC-ში ამბობენ, რომ ანტისხეულების ტესტი ყალბ დადებით პასუხს უფრო ხშირად იძლევა, ვიდრე ყალბ - უარყოფითს, ანუ მეტი ალბათობაა, რომ ადამიანს, რომელმაც ტესტირების მიხედვით ანტისხეულები გამოიმუშავა, სინამდვილეში ანტისხეულები არ გააჩნია.

ზოგადად უცნობია, რამდენად უმუშავდება COVID-19 გადატანილ ადამიანს ხელახალი ინფიცირებისადმი იმუნიტეტი. ექიმები შიშობენ, რომ პაციენტები, რომლებსაც დაავადებისადმი ანტისხეულები აღმოაჩნდებათ, ისე მოიქცევიან, თითქოს ისინი იმუნურები არიან და შესაბამისად პრევენციულ ზომებს ნაკლებად დაიცავენ.

"არასწორია იმის დაშვება, რომ ინდივიდები, რომლებსაც ანტისხეულები აღმოაჩნდათ, მომავალი ინფექციისგან დაცულები არიან", — ამბობენ CDC-ში.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკა ანტისხეულების ტესტებს არ უნდა დაეყრდნოს.