მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CDC-ის დირექტორი: "ერთი პატარა ვირუსის" გამო ქვეყანას $7 ტრილიონის დახარჯვა მოუწევს

5ef2e4420f622
ნათია თაქთაქიშვილი
24.06.20 19:00
1233
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ფედერალური ცენტრების (CDC) დირექტორი, ექიმი რობერტ რედფილდი აცხადებს, რომ კორონავირუსმა ქვეყანა მუხლებზე დააჩოქა. ამის შესახებ ექიმმა რედფილდმა კონგრესმენების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცლელებს

"ამ ვირუსთან გასამკლავებლად ყველა ჩვენგანმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო და რეალობა ის არის, რომ მან ეს ქვეყანა დააჩოქა", – განაცხადა რედფილდმა წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას.
 
მისი თქმით, "ერთი პატარა ვირუსის" გამო ქვეყანას სავარაუდოდ შვიდი ტრილიონი დოლარის დახარჯვა მოუწევს.

რედფილდთან ერთად წარმომადგენელთა პალატის წევრების კითხვებზე პასუხის გაცემისას, აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ქვეყანა კორონავირუსზე უფრო მეტი ტესტის ჩატარებას გეგმავს.