მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CDC-მ 5-11 წლამდე ბავშვებში Pfizer-ის გამოყენებას მხარი დაუჭირა

618231608ac1e
მარიამ ვარადაშვილი
03.11.21 10:56
694

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) მრჩეველთა საბჭომ 5-11 წლამდე ბავშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა.

როგორც ABC News წერს , ამ გადაწყვეტილების შემდეგ აცრას 28 მლნ ბავშვი შეძლებს. უფროსების მსგავსად ბავშვებიც ვაქცინის ორ დოზას მიიღებენ, მაგრამ ჩვეულებრივი დოზის მესამედს.

“გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ვირუსთან ბრძოლის საქმეში, რომელსაც Covid-19 ჰქვია. ვიცით, რომ მილიონობით მშობელს სურს საკუთარი შვილების აცრა და ახლა ამ გადაწყვეტილებით, დაახლოებით, 28 მლნ ბავშვის აცრის რეკომენდაცია გავეცით”, - განაცხადა CDC-ის დირექტორმა როშელ ვოლენსკიმ.

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12 წლიდან ბავშვებს უკვე ცრიან. CDC-ის ინფორმაციით, ამ ასაკის ბავშვებში Covid-19-ის 1.8 მლნ შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 200-მდე გარდაიცვალა.