მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CDC: მოსწავლეები სკოლებში სრული გრაფიკით სექტემბერში დაბრუნდებიან

606eb384d0237
თათია კაკიაშვილი
08.04.21 12:29
749
„მოსწავლეები სკოლებში სრული გრაფიკით სექტემბერში დაბრუნდებიან“, - ამის შესახებ ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა როშელ ვალენსკიმ განაცხადა. ინფორმაციას ამერიკული Forbes ავრცელებს.

ვალენსკის თქმით, სრულფასოვანი განათლების მისაღებად, მოსწავლეები სკოლებს იმის მიუხედავად დაუბრუნდებიან, იქნებიან თუ არა ისინი აცრილი და ამ პროცესის ხელშესაწყობად „შესაძლებელია ყველა მოსწავლის აცრა და ყოველდღიური COVID ტესტების ჩატარება“.

ამასთან, ვალენსკი იმედოვნებს, რომ ზაფხულში Moderna-ს და Pfizer–ის მიერ წარმოებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები 12 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ Pfizer-მა გასულ თვეში გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ თინეიჯერებში ვაქცინა 100%-ით ეფექტიანია და ამ პოპულაციის შესახებ დღემდე კვლევები მიმდინარეობს.