მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CDC: რა იცვლება COVID-აცრილი ადამიანებისთვის?

60475c2e21626
ნათია თაქთაქიშვილი
09.03.21 16:53
742
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) განახლებულ პროტოკოლს აქვეყნებს იმ პირებისთვის, ვინც Pfizer-ის და Moderna-ს covid-ვაქცინის - ორი დოზა ან Johnson & Johnson-ის - ერთი დოზა მიიღო.

CDC ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ აცრილ ადამიანებს შეუძლიათ, განაახლონ ისეთი აქტივობების შესრულება, რომლებიც არავაქცინირებულებისთვის ისევ გამოწვევად რჩება.

CDC-ის რეკომენდაციით, სრულად აცრილ მოქალაქეებს შიდა სივრცეებში ნიღბის გარეშე შეკრება შეუძლიათ.

ასევე, აცრილი მოქალაქეებისთვის სავალდებულო არაა კოვიდზე ტესტის ჩატარება და თვითიზოლაციის დაცვა თუ მათ შემთხვევითი კონტაქტი ჰქონდათ covid-ინფიცირებულთან. მოქალაქემ ტესტი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაიკეთოს თუ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი აქვს.

ამასთან, თუ აცრილი ადამიანი ცხოვრობს ისეთ გარემოში, სადაც ოჯახის ერთ ან რამდენიმე წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, აუცილებლად უნდა ჩაიტაროს PCR ტესტი სიმპტომების არქონის შემთხვევაშიც კი და 14 დღის განმავლობაში დარჩეს თვითიზოლაციაში.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განახლებულ პროტოკოლში წერია, რომ აცრილმა ადამიანმა ისევ უნდა გამოიყენოს ნიღაბი და დაიცვას 2-მეტრიანი დისტანცია თავშეყრის ისეთ ადგილებში, სადაც შეიძლება იყვნენ არააცრილი ადამიანები, ასევე - დახურულ სივრცეებში, სადაც ჰაერი ცუდად ნიავდება. აღსანიშნავია, რომ CDC-ის ყველა ზემოთ აღნიშნული რეკომედაცია ძალაშია იმ შემთხვევაში თუ პირი მოგზაურობას გადაწყვეტს.

ამასთან, CDC აცრილ ადამიანებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ის აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია რამდენად ეფექტიანია ვაქცინა კორონავირუსის სხვადასხვა შტამების მიმართ.

CDC-ის განცხადებითვე, ცენტრი ჯერ კიდევ სწავლობს რამდენ ხანს გრძელდება ვაქცინაციის შემდეგ კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი.

„აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი როგორც აცრილი, ასევე არააცრილი პირებისათვის აუცილებლად განაახლებს ინფორმაციას მას შემდეგ, რაც ახალი ინფორმაცია გაჩნდება“, - აღნიშნულია CDC-ის განცხადებაში.