ქართული მეხანძრის უნიფორმის შემქნელები კასკადიორებისთვის უნიფორმას ქმნიან, რომელიც მათ ცეცხლოვან სცენებში მონაწილეობაში დაეხმარება. როგორც კომპანია Elven Technologies დამფუძნებელი ვამეხ ხერხეულიძე BM.GE-თან აცხადებს, უნიფორმაზე კომპანიის გუნდის წევრები "ქართველი კასკადიორების ჯგუფთან" ერთად მუშაობენ.
ხერხეულიძე არ გამორიცხავს, რომ მორიგი ფილმი, რომელშიც "ქართველი კასკადიორების ჯგუფის" მონაწილეობით ცეცხლოვანი სცენა იქნება გათამაშებული, სწორედ მათი უნიფორმის დახმარებით გადაიღონ. მისი თქმით, ქართველი კასკადიორების ჯგუფი საქართველოში და მსოფლიოში არაერთ კინოსტუდიასთან თანამშრომლობს, მათ შორის მათი კასკადიორების დახმარებით არის გადაღებული Fast and Furious 9 და Kingsman 3.
“ქართველი კასკადიორების ჯგუფთან ერთად ვქმნით ამ პროდუქტს. მათთან ერთად ვაკეთებთ ტესტირებას, რაც გაცილებით ამარტივებს საქმეს, იმიტომ რომ მათ პრაქტიკაში იციან ბევრი დეტალი, რა როგორ სჭირდებათ. არის იმის ალბათობა, რომ შემდეგი ფილმის გადაღებისას ცეცხლოვანი კადრები ჩვენი ფორმის დახმარებით გადაიღონ. შესაბამისად, დიდია ალბათობა, რომ გვქონდეს პირველი ფილმი, რომელიც ჩვენი პროდუქტით იქნება გადაღებული,”-აცხადებს კომპანია Elven Technologies-ის დამფუძნებელი ვამეხ ხერხეულიძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ