მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ცენტრ პოინტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე გეგმები არ გვაქვს"- M2

5dc4025f7bbe0
ანუკა ჯოხაძე
07.11.19 15:37
1061
“ცენტრ პოინტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე გეგმები არ გვაქვს”- ამის შესახებ m2 Group-ის გენერალურმა დირექტორმა შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა. როგორც ბერეკაშვილი ამბობს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამშენებლო კომპანია “სვეტის” პროექტებზე მუშაობა. მისი თქმით, “სვეტის” სამივე შეჩერებული პროექტი 3 წელიწადში დასრულებული იქნება.

“სვეტის პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია. ეს არის პროექტი, რომლითაც 2500 დაზარალებულს ჩვენ სამი წლის განმავლობაში ვუზრუნველყოფთ საცხოვრებელი სახლებით. ცენტრპოინტთან დაკავშირებით ჩვენ ამ ეტაპზე გეგმები არ გვაქვს, ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ სვეტზე” -აცხადებს m2 Group-ის გენერალური დირექტორი შოთა ბერეკაშვილი.

შეგახსენებთ, თბილისის მერიასა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავი ქონებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, კომპანია „სვეტის“ დაუსრულებელი მშენებლობები კომპანია „m2 კვადრატმა“ გადაიბარა.