ცენტრალური ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებლები ფიქსირდება. BBC-ის ცნობით, ბოლო დღეებში COVID-19-ის რეკორდულად მაღალი ახალი შემთხვევები დადასტურდა უნგრეთსა და პოლონეთში. კერძოდ, პოლონეთში ერთ დღე-ღამეში - 21 897 შემთხვევა, ხოლო უნგრეთში 3,908 შემთხვევა დააფიქსირეს.
პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საავადმყოფოებში კოვიდ-პაციენტების მიერ 16 144 საწოლი დაკავებულია, 1 305 ინფიცირებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ქვეყანაში კორონავირუსის დღიური შემთხვევების მატება გასულ კვირას აბორტის აკრძალვის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ დაიწყო. მოგვიანებით მთავრობამ ახალი შეზღუდვები დააწესა და შეკრებები აკრძალა. ასევე, დაიხურა სკოლების უმრავლესობა. რესტორნები და კაფეები კი, მომხმარებლებს მხოლოდ "თან წაიღეს" სერვისს სთავაზობენ.
ცნობისთვის, გასულ კვირას კორონავირუსი პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასაც დაუდასტურდა.
პარალელურად, ევროპის სხვა ქვეყნებმა კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად შეზღუდვები გაამკაცრეს. საფრანგეთში - საყოველთაო კარანტინი, ხოლო გერმანიაში ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ გამოცხადდა. მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას დღეს საღამოს დიდ ბრიტანეთშიც ელიან, ხოლო სლოვაკეთში 10 წელზე მეტი ასაკის თითოეულ მოქალაქეს კორონავირუსზე ტესტს უტარებენ, რათა ვირუსის გავრცელება შეაჩერონ; დაგეგმილია ოთხი მილიონი ადამიანის გატესტვა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის