31.ოქტომბერი .2020 19:05

ცენტრალურ ევროპაში COVID-19-ის რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება

views 494
უკან

ცენტრალური ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის რეკორდული დღიური მაჩვენებლები ფიქსირდება. BBC-ის ცნობით, ბოლო დღეებში COVID-19-ის რეკორდულად მაღალი ახალი შემთხვევები დადასტურდა უნგრეთსა და პოლონეთში. კერძოდ, პოლონეთში ერთ დღე-ღამეში - 21 897 შემთხვევა, ხოლო უნგრეთში 3,908 შემთხვევა დააფიქსირეს.

პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საავადმყოფოებში კოვიდ-პაციენტების მიერ 16 144 საწოლი დაკავებულია, 1 305 ინფიცირებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ქვეყანაში კორონავირუსის დღიური შემთხვევების მატება გასულ კვირას აბორტის აკრძალვის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ დაიწყო. მოგვიანებით მთავრობამ ახალი შეზღუდვები დააწესა და შეკრებები აკრძალა. ასევე, დაიხურა სკოლების უმრავლესობა. რესტორნები და კაფეები კი, მომხმარებლებს მხოლოდ "თან წაიღეს" სერვისს სთავაზობენ. 

ცნობისთვის, გასულ კვირას  კორონავირუსი პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასაც დაუდასტურდა.

პარალელურად, ევროპის სხვა ქვეყნებმა კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად შეზღუდვები გაამკაცრეს. საფრანგეთში -  საყოველთაო კარანტინი, ხოლო გერმანიაში ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ გამოცხადდა. მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას დღეს საღამოს დიდ ბრიტანეთშიც ელიან, ხოლო სლოვაკეთში 10 წელზე მეტი ასაკის თითოეულ მოქალაქეს კორონავირუსზე ტესტს უტარებენ, რათა ვირუსის გავრცელება შეაჩერონ; დაგეგმილია ოთხი მილიონი ადამიანის გატესტვა.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა