მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცენტრალურ უბნებში, კომერციული ფართები არ ქირავდება – MYCLIENT.GE

5f5a6daf3be0d
ანუკა ჯოხაძე
10.09.20 23:40
2544
“ბიზნესები დაახლოებით 500 აშშ ექვივალენტის ფარგლებში არჩევენ ფართებს”, - ამის შესახებ BM.GE-ის MYCLIENT.GE-ის თანადამფუძნებელმა ოთარ კაჭკაჭიშვილმა განუცხადა.

კაჭკაჭაშვილი იმასაც ამბობს, რომ დღეს ცენტრალურ უბნებში კომერციული ფართების საშუალო ფასების დადგენა რთულია, რადგან მოთხოვნა მსგავს ქუჩებზე ფაქტობრივად არ არის. ბიზნესებმა კი გადარჩენის მიზნით, ძირითადად გარეუბნებში გადაინაცვლეს.

“მოთხოვნა არ არის და თუ არ ხდება გარიგებები, ვერ ვორიენტირდებით ფასთან დაკავშირებით. რა ფასსაც არ უნდა ვთავაზობდეთ ცენტრალურ უბნებში, კომერციული ფართები არ ქირავდება, ჩვენ რამდენჯერმე კლიენტთან შეთანხმებით, ისეთი ფასი შევთავაზეთ იჯარის მსურველს, რომელიც მისთვის მისაღები უნდა ყოფილიყო, თუმცა მიუხედავად დიდი ფასდაკლებისა, მოთხოვნა მაინც არ დაფიქსირდა ასეთ ფართებზე, შესაბამისად მესაკუთრეებმა თავი შეიკავეს ფართების გაქირავებისგან“ - ამბობს MYCLIENT.GE-ის დირექტორი ოთარ კაჭკაჭაშვილი.

მისივე თქმით, რაც შეეხება ფასებს გარე უბნებში, ბიზნესები დაახლოებით არჩევენ 500 დოლარის ექვივალენტის ფარგლებში ღირებულების ფართებს.