მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას მხოლოდ სამი სასუნთქი აპარატი აქვს

5e833f4425556
ნათია თაქთაქიშვილი
01.04.20 00:15
1223
ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს განცხადებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას მხოლოდ სამი სასუნთქი აპარატი აქვს Covid-19- ის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაშინ როცა მოსახლეობის რაოდენობა 5 მილიონს უტოლდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო აღნიშნულ მოცემულობას, ქვეყნისთვის როგორც კატასტროფულ მდგომარეობას ისე აფასებს.

„ქვეყანას, რომლის მოსახლეობაც 5 მილიონს უტოლდება მხოლოდ სამი სასუნთქი აპარატის ქონა კატასტროფის ტოლფასია“, - განაცხადა დავიდ მანანმა ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს დირექტორმა.

ის აღნიშნავს, რომ თუკი ქვეყანა შესაბამის ზომებს უმოკლეს დროში არ მიიღებს და ადეკვატურად არ დაიცავს მოსახლეობას ვირუსისგან, სავალალო შედეგებამდე მივა.

ამჟამინდელი მონაცემებით, კორონავირუსის 6 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მაგრამ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტესტების არქონის გამო ინფიცირებულთა რაოდენობა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ოფიციალურ მონაცემებს.