მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის შემდეგ, თურქეთში ფინანსთა მინისტრიც გადადგა

5fa908ea6832e
თამთა ჯიჯავაძე
09.11.20 13:16
1014
თურქეთის ფინანსთა მინისტრმა ბერათ ალბაირაკმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ცოტა ხნის წინ ქვეყნის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი გადადგა. ორივე შემთხვევა ლირის მკვეთრი გაუფასურებას ემთხვევა.

მიმდინარე წელს თურქეთის ეროვნული ვალუტა, დაახლოებით, 30%-ით გაუფასურდა, რასაც კორონავირუსის პანდემიას უკავშირებენ. Reuters-ის ცნობით, ინვესტორები წუხან, რომ ცენტრალურმა ბანკმა ორნიშნულიანი ინფლაციის შეჩერება ვერ შეძლო.

ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ბერათ ალბაირაკმა გადადგომის შესახებ განცხადება Instagram-ზე გამოაქვეყნა, რაც შემდეგ მთავრობაშიც დაადასტურეს. ცნობისთვის, ალბაირაკი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიძეა. ვინ ჩაანაცვლებს მას, უცნობია.

“გადავწყვიტე, რომ აღარ შემიძლია მინისტრის პოსტზე მუშაობის გაგრძელება, რომელსაც უკვე თითქმის ხუთი წელია ვიკავებდი. მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემებია“, – განაცხადა ალბაირაკმა.

შეგახსენებთ, 42 წლის ალბაირაკი ორი წლის წინ დაინიშნა ფინანსთა მინისტრის პოსტზე, მანამდე ის ენერგეტიკის მინისტრი იყო. მისი ფინანსთა მინისტრობის პერიოდში, თურქეთის ეკონომიკამ ორი მნიშვნელოვანი დარტყმა განიცადა, რამაც ორნიშნულიანი ინფლაცია და უმუშევრობის მაღალი დონე გამოიწვია. ალბაირაკის დანიშვნიდან დღემდე თურქული ლირა ამერიკულ დოლართან მიმართებით 45%-ით გაუფასურდა.

წყარო: Forbes.ge