მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცენტრალური მთავრობა თბილისს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 100 მლნ ლარს გამოუყოფს

5d88e8d5762f8
დავით ჯალაღონია
23.09.19 19:48
1215
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი ტრანსფერების მოცულობა იზრდება 100 მლნ ლარით და 172.6 მლნ-ს შეადგენს.

როგორც დოკუმენტის განმარტებით ბარათში წერია, აღნიშნული თანხა თბილისის მუნიციპალიტეტის გადაეცემა.

"თბილისის მიერ მიმდინარე წელს აქტიურად გრძელდებოდა ქუჩებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები. ათვისების მაღალი ტენდენციიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისს მიმდინარე წელს უფლება მიეცა კომერციული ბანკიდან 75 მლნ ლარამდე სესხის აღების თაობაზე. თბილისისათვის დამატებითი რესურსის მიწოდებით მოხდება აღნიშნული პროექტების დაფინანსება და კომერციულ ბანკთან არსებული ვალდებულებებიდან გამოსვლა", - ნათქვამია სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტში.