ცენტრალური სისხლის ბანკის აღჭურვისა და ჩამბარებელი პუნქტებისთვის 17 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხის და უსაფრთხოების კანონპროექტის განხილვისას პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, ცენტრალური სისხლის ბანკის აღჭურვა/რეაბილიტაციისთვის 16 მლნ ლარია საჭირო, ხოლო სისხლის ჩამბარებელი დამატებითი პუნქტების და ტრანსპორტირების სისტემისთვის 1 150 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
"2024 წლის 1 იანვრისთვის სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში ზედამხედველობისთვის სპეციალური ერთეული უნდა შეიქმნას. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო არის ორგანო, რომელიც დღესაც ბევრ ფუნქციას ახორციელებს სხვა ფარმაცევტულ პროდუქტებთან მიმართებაში და იქ დამატებითი ადამიანური რესურსის მობილიზების და ტრენინგის ფონზე მინიმალური დანახარჯით შესაძლებელი იქნება ამ კომპეტენტური ორგანოს ჩამოყალიბება და ამოქმედება.
2025 წლის 1 იანვრისთვის დაგეგმილია სისხლის პროდუქტების წარმოების ცენტრალიზებული ამოქმედება. ასევე 2025 წლისთვის იგეგმება სრულიად უანგარო დონაციაზე გადასვლა. 2025 წლის 1 იანვრისთვის ასევე სამედიცინო დაწესებულებების სისხლის ბანკების სისტემის განახლება.
კანონში 2 განსხვავებული ტერმინი შემოდის, კერძოდ, სისხლის დაწესებულება, სადაც სისხლის პროდუქტების დამუშავება და წარმოება მოხდება სისხლის პროდუქტის გადასხმისთვის.
მეორე არის სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკი, სადაც წარმოების პროცესი არ მიმდინარეობს, იქ მხოლოდ სისხლის შეგროვების პროცესი მიმდინარეობს.
ცენტრალური სისხლის ბანკის აღჭურვა რეაბილიტაციისთვის საჭიროა 16 მლნ ლარი და 2024 წლის ბოლომდე იქნება ამის რეალიზაცია.
ასევე სისხლის ჩამბარებელი დამატებითი პუნქტების და ტრანსპორტირების სისტემისთვის მთლიანად 2022-2025 წლის ფარგლებში ეტაპობრივად 1 150 000 ლარის ინვესტიცია იქნება საჭირო", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
3 სისხლის ბანკის ჩამოყალიბება იგეგმება, მათგან 1 აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფო - თამარ გაბუნია
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ