08.აპრილი .2020 00:10

ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს რეზერვები 36 ტონით გაზარდეს – ლიდერი თურქეთია

ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს რეზერვები 36 ტონით გაზარდეს – ლიდერი თურქეთია
views 1376
უკან

მსოფლიო ოქროს საბჭოს (World Gold Council) ინფორმაციით, 2020 წლის თებერვალში ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს შესყიდვები გაზარდეს. საერთო ჯამში, ბანკებმა თებერვალში 36 ტონა ოქრო იყიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას mining.com-ი ავრცელებს.

ამასთან, შესყიდვების ზრდა მხოლოდ მიმდინარე წლის იანვართან შედარებით შეინიშნება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პირიქით, მაჩვენებელი 52% -ით შემცირდა.

WGC-ის მონაცემებით, ლიდერი ძვირფასი ლითონების მარაგების შევსებაში არის თურქეთი, რომლის ცენტრალურმა ბანკმა 24,8 ტონა ოქრო იყიდა. უმსხვილეს შემსყიდველებს შორისაა რუსეთი, რუსეთმა10,9 ტონა შეიძინა. WGC-ის სიაში მესამე ადგილზეა ყაზახეთი, რომლის ცენტრალურმა ბანკმა თებერვალში 1,8 ტონა იყიდა. მას მოსდევს ყატარი (1.6 ტონა).