22.აგვისტო .2019 16:55

ცენზურა ქართულ ტელევიზიაზე - Euronews "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

views 6315
უკან

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესები "ევრონიუსის" განხილვის თემა გახდა. გავლენიანმა დასავლურმა ტელეკომპანიამ ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებს ვრცელი მიმოხილვა მიუძღვნა.
 
"ევრონიუსის" წამყვანი ევროპელ და ამერიკელ მაყურებელს აცნობს, რომ ქართული ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა "კურიერი" პირდაპირ ეთერში, სახელისუფლებო ცენზურისა და მათ მიერვე ტელევიზიაზე დამყარებული კონტროლის გამო დატოვეს.

"13 წელია ამ ეთერიდან გესალმებით, დღეს კი უფრო ვნერვიულობ, ვიდრე მაშინ, როდესაც პირველად ვთქვი, ეს "კურიერია 9 საათზე", ახლა კი უნდა დაგემშვიდობოთ", - ციტირებს "ევრონიუსი" ქართველ ტელეწამყვან დიანა ჯოჯუას.

როგორც Euronews იტყობინება, მას შემდეგ, რაც ევროპულმა სასამართლომ მიმდინარე წლის ივლისში განაჩენი გამოიტანა და რამდენიმეწლიანი დავის შემდეგ ტელევიზია ხალვაშს მიაკუთვნა, არხიდან ცნობილი სახეები გაათავისუფლეს.

"რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ "ევრონიუსმა" პირდაპირ ეთერში JAMnews-ის რედაქტორი მარგარიტა ახვლედიანი ჩართო. ქართველმა ჟურნალისტმა დასავლურ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "რუსთავი 2" დამოუკიდებელი ქართული მედიის ბასტიონი იყო დიდი ხნის განმავლობაში.

"რუსთავი 2" არის ქვეყნის ერთადერთი არხი, რომელიც ხელისუფლებისა და სამთავრებო უწყებებისგან სრულიად დამოუკიდებელი იყო და მათ კონტროლის ქვეშ არ ექცეოდა", - განაცხადა "ევრონიუსის" პირდაპირ ეთერში ქართველმა ჟურნალისტმა.