მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

RMG: ოქროს ფასი გაიზარდა, მაგრამ მოპოვებით ნაწილში ლოქდაუნი უდიდესი გამოწვევა იყო

6024eafc53483
ლიკა გურაბანიძე
11.02.21 22:00
894

“გასულ წელს ოქროს ფასი გაიზარდა, მაგრამ კომპანიისთვის მოპოვებით ნაწილში ლოქდაუნი უდიდესი გამოწვევა აღმოჩნდა” - ამის შესახებ RMG-ის კორპორაციულმა დირექტორმა კახა მჭედლიშვილმა “საქმიან დილაში” განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, RMG-ის თავდაპირველად ლოგისტიკური პრობლემებიც შეექმნა, რომელიც კომპანიამ დაძლია.

“ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ის, რომ პირველი ლოქდაუნის დროს მენეჯმენტი იძულებული გახდა 70 დღე კომპანიაში ჩაკეტილიყო, პრაქტიკულად კაბინეტებში ვცხოვრობდით და პროცესებს იქიდან ვმართავდით.

500 ადამიანი დისტანციურზე გადავიყვანეთ, ხოლო 600 სახლში იყო, რადგან ისინი რისკ-ჯგუფში შედიოდნენ. ასევე გამოწვევა იყო ისიც, რომ მათთვის სამუშაო ადგილი და ხელფასები შეგვენარჩუნებინა",- აღნიშნა კახა მჭედლიშვილმა.

რაც შეეხება სამომავლო სოციალურ პროექტებს, კახა მჭედლიშვილის თქმით, მათ გეგმაში ინდუსტრიული ტურიზმის განვითარება შედის.