მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცერცვაძე: დავამზადეთ რამდენიმე დონორის პლაზმა და 1-2 კვირაში გამოვიყენებთ

5ea9b35835ce9
თამთა ჯიჯავაძე
29.04.20 21:01
1636
ჩვენ უკვე დავამზადეთ რამდენიმე დონორის პლაზმა, კიდევ ვაზუსტებთ რაღაცებს და უახლოეს 1–2 კვირაში ამ მეთოდს გამოვიყენებთ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მკურნალობის შესახებ საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, ეს მეთოდი მსოფლიოში ჯერ მხოლოდ ორ-სამ ქვეყანას აქვს გამოყენებული.

„თუ საქართველოში შესრულდება წარმატებით გამოჯანმრთელებული დონორის პლაზმის გადასხმა, რაც ერთ-ერთი ძალიან რთული საკითხია, აქ იქნება უდიდესი დამსახურება უცხოეთში მცხოვრები ქართველი ექიმების, კერძოდ ბატონი დავით მრელაშვილის“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, გამოდგება მხოლოდ ის პლაზმა, რომელიც შეიცავს მაღალი კონცენტრაციით დამცავ ანტისხეულებს, ე.წ მანეიტრალიზებელ ანტისხეულებს. ასევე, მისი გამოყენება მასობრივად თეორიულად შეიძლება, მაგრამ პრაქტიკულად ეს ვერცერთი ეპიდემიის – ვერც ებოლას, ვერც ღორის გრიპის დროს ვერ მოხერხდა.

„ეს ხომ არ არის მედიკამენტი რომ მასობრივად აწარმოო, ან თუნდაც ვაქცინა, ვაქცინა რომ შეიქმნება მერე შეიძლება ის მილიონობით დოზა გამოუშვა. აქ თითოეული დონორი უნდა გყავდეს თითოეული შემთხვევისთვის... ერთი დონორიდან ერთი პლაზმა მზადდება, მაგრამ ოცი დონორიდან ერთია გამოსადეგი მხოლოდ.

ჩვენ პრაქტიკულ შემთხვევაში, რამდენიმე პლაზმა რომ დაგვემზადებინა, რამდენიმე ათეული დონორი გავსინჯეთ, იმიტომ რომ იმ დონორებს არ ჰქონდათ სისხლში საკმარისი ანტისხეულები. FDA მკაცრად განსაზღვრავს რომ თუ დამცავი ანტისხეულების კონცენტრაცია პლაზმაში რაღაცაზე ნაკლებია, ის პლაზმა გადასასხმელად არ ვარგა. იმიტომ რომ ის ვერ დაიცავს. ტყუილად დონორს გამოართმევ 700–800 მილილიტრ პლაზმას და ის სარგებელს ვერ მოიტანს. მასობრივად ეს მეთოდი ვერ გამოდგება, მაგრამ გამოდგება კრიტიკულ შემთხვევაში, როდესაც სხვა არცერთი მედიკამენტი არ მოგცემს შედეგს და უეფექტო იქნება... იმ ერთეულ შემთხვევებში ადამიანს გადაარჩენს“, – განმარტა თენგიზ ცერცვაძემ.