მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცერცვაძე: "თუ ასე გაგრძელდა, შევძლებთ თავიდან ავიცილოთ დამანგრეველი ეპიდემია"

5e8772cf1f59f
თამთა ჯიჯავაძე
03.04.20 21:29
2998
ჩვენ რომ გამოვიდეთ ამ პიკიდან არაუმეტეს 1000 შემთხვევით, ჩათვალეთ რომ საქართველო გამოვიდა მინიმალური დანაკარგით ამ ეპიდემიიდან, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი მოსაზრებით, საქართველოში პიკი მოსალოდნელია 2–3 კვირაში.

„ჩვენთან ჯერ ოცზე მეტის მატება დღეში არ ყოფილა. კარგია? ეს კითხვა შეიცავს უხერხულობას, კარგი როგორ არის, როდესაც 14 და 17 პაციენტით იმატებს კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი. მაგრამ იმასთან შედარებით, რა სტადიაშიც ვართ განვითარების და რა დღეშიც არის დანარჩენი მსოფლიო და პირველ რიგში დანარჩენი ევროპა, ეს კარგია.

თუ ასე გაგრძელდა ჩვენ შევძლებთ თავიდან ავიცილოთ მსხვილმასშტაბიანი დამანგრეველი ეპიდემია, რომელმაც პრაქტიკულად ევროპის მთელი კონტინენტი დაფარა. ამის თავიდან აცილებას შევძლებთ, თქვენ თვითონ დაითვალეთ ახლა, თუ ყოველდღე იქნა არაუმეტეს 20 შემთხვევისა, ეს ნიშნავს ერთი თვის მანძილზე 600 შემთხვევას. თუ ეს უსასრულოდ გაგრძელდა, საქართველოსთვისაც კატასტროფა იქნება, მაგრამ მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ რაღაცა დროს პიკი აგდაივლის. ჩემი აზრია რომ პიკი იქნება 2–3 კვირის შემდეგ, კიდევ 2–3 კვირა იქნება პლატო და შემდეგ წავა დაღმავალი გზით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.