მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცერცვაძის ახალი განცხადება სერგეენკოზე: პარტიის მხარდაჭერა მისი ყველა წევრი მოწონებას არ ნიშნავს

5f202dbbb8076
ინგა მურუსიძე
28.07.20 17:52
1571
თბილისის ინფექციური საავამდყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი ყველა კანდიდატის საქმიანობა მოსწონს.

თენგიზ ცერცვაძემ დღეს მედიასთან დამატებითი განმარტება გააკეთა  facebook-ზე გამოქვეყნებულ იმ განცხადებაზე, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დავით სერგეენკოს საქმიანობა უარყოფითად შეაფასა.

“ჩემი განცხადების განმარტება იოლია - მიბრძანდით, ჩვენს ცენტრში და ნახეთ, რა მდგომარეობაშია ქვეყნისთვის უმიშვნელოვანესი სტრატეგიული დაწესებულება, ინფექციური საავადმყოფო, რომელმაც ქვეყანას თავიდან ააცილა აივ/შიდსის, C ჰეპატიტის გავრცელება ქვეყანაში და რომელიც არის ფლაგმანი კორონავირუსთან ბრძოლაში. ასეთი დაწესებულება, მისი ინფრასტრუქტურა მიყვანილია განადგურების პირას”, - განაცხადა ცერცვაძემ.

კითხვაზე, რატომ გააკეთა მან სეერგენკოს მისამართით ასეთი განცხადებები სწორედ არჩევნების წინ, ცერცვაძე პაუხობს, რომ ის სერგეენკოს მსგავსი და უფრო მწვავე და კატეგორიული რიტორიკით ჯანდაცვის მინისტრობის პერიოდშიც მიმართავდა.

„პრაქტიკულად, მუშაობას ვერ ვაგრძელებთ, თუ არ ჩატარდა გადაუდებელი სამუშაოები“, - განმარტა ცერცვაძემ და დასძინა, რომ მეტ კომენტარს არ გააკეთებს, თუმცა თუ საჭირო გახდა, თავისი facebook-პოსტის ყველა წინადადებას დაასაბუთებს.

კიდევ ერთ კითხვას -  რატომ ადანაშაულებს მხოლოდ დავით სერგეენკოს და მხოლოდ ყოფილი მინისტრის ბრალი რამდენადაა ინფექციური საავადმყოფოს მდგომარეობა, ცერცვაძემ ასე უპასუხა: „მე ვიცი, რომ ეს არის დავით სერგეენკოს და ნაწილობრივ „ავერსი ფარმას" ბრალი, აბა სხვა ვისი ბრალია?! სხვა ვისი ბრალი შეიძლება იყოს, არ ვიცი“.

რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა ამ საკითხზე კომუნიკაცია მოქმედ მინისტრთან, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ ეკატერინე ტიკარაძესთან კომუნიკაცია აქვს იმ თემაზე, რომ მოხდეს გადაუდებეელი სამუშაოების შესრულება.

გარდა ამისა, ცერცვაძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს, თუმცა პარტია უზარმაზარია, კანდიდატი ძალიან ბევრია და "რომელიმე ხელისუფლების ან პარტიის მხარდაჭერა არ ნიშნავს იმას, რომ მისი ყველა წევრის საქმიანობა მოგწონს".