მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცესკო: 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 19.41%-ია

5f9d2e251953f
ინგა მურუსიძე
31.10.20 13:27
802
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 19.41%-ია, რაც რაოდენობრივად 681 583 ამომრჩეველია.

როგორც მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ისევ მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში დაფიქსირდა - 28.3%, ხოლო ყველაზე დაბალი ისევ აჭარის რეგიონში - 17.9%.

„კიდევ ერთხელ შევახსენებთ ამომრჩევლებსა და არჩევნებში ჩართულ მხარეებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, ხმის მიცემის თავისუფლად განხორციელება კანონით არის უზრუნველყოფილი. არავის აქვს უფლება შეაფერხოს ამომრჩევლის როგორც გადაადგილება საარჩევნო უბნის შესასვლელთან, ისე აკონტროლოს ან გაამჟღავნოს ვინმეს არჩევანი. გახსოვდეთ, რომ ხმის მიცემა ფარულია. კენჭისყრის კაბინები ისეა მოწყობილი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი“, - განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც კომისიის წევრებმა ბიულეტენების მოხევისას, დააზიანეს ბიულეტენი.

„ადმინისტრაციამ მოახდინა რეაგირება ამ ფაქტებზე და უმრავლეს შემთხვევაში აღნიშნული რეგისტრატორების ჩანაცვლება მოხდა“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.