ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 36.45 % -ია.
უწყების ცნობით, აქედან ყველაზე დაბალი აქტივობა 33.9% ფიქსირდება ქვემო ქართლში, ხოლო ყველაზე მაღალი - 49.5 % მაჩვენებელი კვლავ რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია.
"საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოვიდა 90 საჩივარი, რომელიც ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს ეხება", - განაცხადა ცესკოს პრესპიკერმა ანა მიქელაძემ.