მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცესკო: 15:00 საათისთვის არჩევნებზე ამომრჩეველთა 36.45 % მივიდა

5f9d5a4ae2957
ინგა მურუსიძე
31.10.20 16:40
1021
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 36.45 % -ია.

უწყების ცნობით, აქედან ყველაზე დაბალი აქტივობა 33.9% ფიქსირდება ქვემო ქართლში, ხოლო ყველაზე მაღალი - 49.5 % მაჩვენებელი კვლავ რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია.

"საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოვიდა 90 საჩივარი, რომელიც ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს ეხება", - განაცხადა ცესკოს პრესპიკერმა ანა მიქელაძემ.