21.ნოემბერი .2020 16:27

ცესკო: 15:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 352 456 ამომრჩეველი მივიდა

views 547
უკან

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 16.47%-ია - უბნებზე სულ 352 456 ამომრჩეველი მივიდა.

მისივე ცნობით, ოლქების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობაა ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულოში - 24.1%, ყველაზე დაბალი - 12.6% კი ნაძალადევში - 12.6%.

რაც შეეხება სხვა ოლქებს, 15:00 საათისთვის დიდუბე-ჩუღურეთში ამომრჩეველთა აქტივობამ 15.8% შეადგინა, სამგორში - 14.7%,  მთაწმინდაზე - 14.1%, ვაკეში - 13.7%, გლდანში - 13.5%, ისანში - 13.3%, თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხში - 21%, მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგში - 19.7%, რუსთავი, გარდაბანში - 17.6%, ხაშური, ქარელში - 20.6%, ზესტაფონი-ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათში - 22.1%, ქუთაისში - 13.1%, ზუგდიდში - 15.3%, 

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობაა კახეთში - 21%, ყველაზე დაბალი კი თბილისში - 13,9%.

შეგახსენებთ: საქართველოს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს და მეორე ტურში არ მონაწილეობს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციონერი კანდიდატების სახელი, გვარი და საარჩევნო ნომერი ბიულეტენში მაინც რჩება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა