მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცესკო: 17:00 საათისთვის აქტივობა 20.74%-ია, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 30.99% იყო

5fb92097ccfa9
თელარა გელანტია
21.11.20 18:12
1217
ცენტრალური საარჩევნო კომისისიის ინფორმაციით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 20.74%-ია.

ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა აჭარის რეგიონში, 30-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც 30 162 ამომრჩეველი მივიდა. ყველაზე დაბალი აქტივობა კი, 17:00 საათისთვის ნაძალადევში, მე-7 მაჟორიტარულ ოლქში იყო - 16%.

ცესკოს ინფორმაციითვე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დროს, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 30.99%-ს შეადგენდა.

ცნობისთვის: საქართველოს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს და მეორე ტურში არ მონაწილეობს. მიუხედავად ამისა, ოპოზიციონერი კანდიდატების სახელი, გვარი და საარჩევნო ნომერი ბიულეტენში მაინც რჩება.