17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 45,77%-ია, რაც რაოდენობრივად 1 607 530 ამომრჩეველია. განცხადება ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრინფინგზე განაცხადა.
ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმ - ქვემო სვანეთში დაფიქსირდა და ეს მაჩვენებელი 57,3%-ია, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობაა ქვემო ქართლში - 41,9%.
„უკვე 10 საათია კენჭისყრა მიმდინარეობს, ხმის მიცემის დასრულებამდე დარჩა 2 საათი და ცესკო მოუწოდებს ამომრჩევლებს, დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი“, - განაცხადა ანა მიქელაძემ 18:00 საათიან ბრიფინგზე.
რაც შეეხება მოქალაქეებს, რომლებიც 20:00 საათზე კვლავ რიგებში იდგებიან, როგორც ცესკოს სპიკერი განმარტავს, საარჩევნო კოდექსის თანახმად, მათ შესაძლებლობა აქვთ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.