მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცესკო: დათვლილია უბნების 44%, - "ოცნება" 50.46%, ენმ 24.98%, ევროპული საქართველო 3.85%

5f9e13ca039eb
BM.GE
01.11.20 05:41
1182

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის შეჯამებულია 1708 საუბნო ოქმი, რაც მთლიანად ოქმების 44.4%-ია, მათი ჯამური ხმები კი 702,270-ს შეადგენს. ამ შედეგების თანახმად, პოლიტიკური პარტიების მიერ პროპორციული წესით მიღებული შედეგები ასეთია:

  • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - (50.46 %) 354333 ხმა;
  • საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” - (24.98 %) 175455 ხმა;
  • „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - (3.85 %) 27016 ხმა;
  • „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - (3.3 %) 23160 ხმა;
  • „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ - (3.13 %) 21960 ხმა;
  • საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი” - (3.02 %) 21198 ხმა;
  • „გირჩი“ - (2.86 %) 20053 ხმა;
  • „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ - (1.34 %) 9411 ხმა;
  • „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - (0.99 %) 6982 ხმა.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში აქტივობა 56.11%-ს შეადგენდა, ხმა 1,970,540-მა მოქალაქემ მისცა.

ამასთანავე, ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ არაერთ ოქმში ბალანსი არ დგება. იხილეთ უფრო ვრცლად