მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

6107c52c4a55f
ინგა მურუსიძე
02.08.21 13:44
908
პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე აირჩია. უმაღლესო საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, ამ თანამდებობას გიორგი კალანდარიშვილი დაიკავებს. დღევანდელი კენჭისყრის შედეგები ასეთია: 83 მომხრე, 3 წინააღმდეგი.

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავას განმარტებით, კალანდარიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობას 6 თვის ვადით დაიკავებს.

შეგახსენებთ, ცესკო-ს ყოფილმა თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.