მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, ფოთის მერობის არჩევნებშიც მე-2 ტური გაიმართება

615924ebb7a29
თელარა გელანტია
03.10.21 07:33
848
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის, ფოთში სულ 33 საარჩევნო უბნიდან დათვლილია მხოლოდ 18 უბანი, რაც ამომრჩეველთა რაოდენობის 54.55%-ია.

„18 შემაჯამებელი ოქმის მონაცემებით, პროცენტები შემდეგნაირად გადანაწილდა - ოპოზიციის კანდიდატ გიორგი უგულავას აქვს ხმების 37,44%, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატ ბექა ვაჭარაძეს კი - 47,73%“, - განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

სავარაუდოდ, ფოთის მერობის არჩევნებშიც მეორე ტური გაიმართება.