02.ნოემბერი .2020 19:05

ცესკომ არჩევნების შედეგები მცირედით დააკორექტირა

ცესკომ არჩევნების შედეგები მცირედით დააკორექტირა
views 2661
უკან

ცენტრალური საარჩევნო კომისია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების კორექტირებას განაგრძობს. უკანასკნელი განახლების თანახმად, გაიზარდა "ქართული ოცნების" მიერ მიღებული ხმების ოდენობა და ის ამჟამად 48.23%-ს შეადგენს. რამდენიმე საათის წინ "ქართული ოცნების" პროცენტი 48.15% იყო.

როგორც ირკვევა, ცესკომ არჩევნებში მონაწილე ხმების მთლიანი რაოდენობა 12:00-ზე არსებულთან შედარებით 1386-ით გაზარდა და ის ამჟამად 1,926,438-ს შეადგენს. "ქართული ოცნების" გარდა, კორექტირებები შევიდა სხვა პარტიების მიღებულ ხმებში. 1%-ზე უკეთესი შედეგების მქონე პარტიების ხმების რაოდენობა ცესკომ ძირითადად ზრდისკენ დააკორექტირა, ხოლო 1%-ზე დაბალი შედეგის მქონე პარტიების ხმები კი, ჯამურად 1994-ით არის შემცირებული.

დღის 12:00-ზე არსებულ შედეგებთან მიმართებით, პარტიების შედეგების ცვლილება ასეთია:

  • ქართული ოცნება  - 929129 ხმა, 1922 ხმით მეტი; (48.23 %) ;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 523228 ხმა, 473 ხმით მეტი; (27.16 %) ;
  • ევროპული საქართველო  - 72895 ხმა, 143 ხმით მეტი; (3.78 %) ;
  • ლელო - მამუკა ხაზარაძე - 60826 ხმა, 103 ხმით მეტი; (3.16 %) ;
  • გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი - 60634 ხმა, 25 ხმით მეტი; (3.15 %) ;
  • საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 60457 ხმა, -36 ხმით ნაკლები; (3.14 %) ;
  • გირჩი - 55688 ხმა, 88 ხმით მეტი; (2.89 %) ;
  • ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები - 25579 ხმა, 45 ხმით მეტი; (1.33 %) ;
  • ლეიბორისტული პარტია - 19309 ხმა, 28 ხმით მეტი; (1 %) ;
  • სხვა ყველა პარტია - 118,996 ხმა, -1994 ხმით ნაკლები; (6.16 %) .






მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა