მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცესკომ არჩევნების შედეგები შეაჯამა - სად გაიმართება მეორე ტური?

616bb2f5223b4
თამთა ჯიჯავაძე
17.10.21 09:17
1710
ცესკომ თბილისში მერის და პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაჯამა
და არჩევნების მეორე ტურის გამართვის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება 5 თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, ფოთში, რუსთავში, ქუთასსა და ბათუმში - კანდიდატები

მეორე ტური ასევე გაიმართება 15 თვითმმართველ თემში - კანდიდატები

მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტური გაიმართება 24 საარჩევნო ოლქში - კანდიდატები

კომისიის გადაწყვეტილებით მეორე ტურზე მოდიფიცირებული, განახლებული დიზაინის ხმის მიცემის კაბინები იქნება გამოყენებული, ასევე განხორციელდება ბიულეტენების დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება. კრწანისის საარჩევნო ოლქში არჩევნები ისევ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.

ცესკოს ინფორმაციით, მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლები კვლავ შეძლებენ, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია სპეციალური უბნები.

მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდებათ მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე. რეგისტრაციის ვადა უგრძელდებათ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებსაც. მათ უფლება აქვთ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა განახორციელონ ცვლილებები და დაამატონ დამკვირვებლები თუ მედია წარმომადგენლები.