მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცესკომ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა

618ff3a66afaf
BM.GE
13.11.21 21:16
945
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა.

შედეგების მიხედვით, ქალაქ თბილისის მერად არჩეულია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი კახა კალაძე. მან 258 776 ამომრჩევლის ხმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 55.60%-ია. ცესკოს ცნობით, თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში სულ 480 302 ამომრჩეველი მონაწილეობდა.

ცესკომ დღევანდელ სხდომაზე ასევე თბილისის საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები შედეგები შეაჯამა. შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობდა 494 676 ამომრჩეველი.

თბილისის საკრებულოში მანდატები კი ასე გადანაწილდა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -13 მანდატი, „ლელო“ – 2; „გახარია - საქართველოსთვის“- 4; „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 19; „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“ – 1; „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ – 1 მანდატი.

მეორე ტურის შედეგები ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებმა შეაჯამეს. შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, საკრებულოს წევრად და მერად არჩეული პირების შესახებ ინფორმაცია ცესკომ დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღო. დეტალური ინფორმაცია და შემაჯამებელი ოქმები განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე.