მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცეზარ ჩოჩელი: ეკონომიკის შეფერხების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უსაფუძვლო ყადაღებია

56cad9625da8d
BM.GE
22.02.16 13:34
1565
ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი ყადაღის ვადის განსაზღვრას ითხოვს. როგორც ჩოჩელმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა, საკანონმდებლო აქტით სხვადასხვა საქმეებზე ყადაღის ზღვრული ვადა უნდა დაწესდეს. როგორც ბიზნესმენი განმარტავს საკითხის შესახებ ინფორმირებულია პრემიერიც.
 
"არსებული ყადაღის პერიოდში, ფაქტიურად გართულებულია ფინანსების მოძიება, ინვესტიციების განხორციელება და ა.შ. ეს პროცესი ჩვენ პრემიერთან შეხვედრის დროსაც გავაჟღერეთ, პროცესი აუცილებლად რაღაც ჩარჩოში უნდა მოექცეს. მსგავსი პრობლემა მარტო ჩვენს კომპანიას არ ეხება, მის წინაშე საქართველოში ძალიან ბევრი კომპანია დგას.

ზოგადად ეკონომიკის შეფერხების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს უსაგნო და უსაფუძვლო ყადაღებია. ყადაღა სასამართლოს მიერ არის დადებული და შესაბამისად ვადები უნდა იყოს განსაზღვრული, თორემ ფაქტიურად წარმოუდგენელია, ასე მუდმივად, წლობით გრძელდებოდეს ყადაღის ქვეშ მუშაობა", - ამბობს ჩოჩელი.

ბიზნესმენის თქმით, მას 4-5 პროექტის განხოციელება ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ყადაღისა და არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ფინანსების მოძიება გართულებულია. მისივე თქმით, მუშაობა მიმდინარეობს ეთერზეთებისა და კერამიკის წარმოებაზე, ზაფხულიდან კი წვენების წარმოება დაიწყება.