კანდიდატებს შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხუთი ყველაზე მსხვილი შემომწირველები არიან (ოჯახისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით): ცეზარ ჩოჩელი – 134,000 ₾, კახაბერ ოქრიაშვილი – 90,000 ₾, დავით კირკიტაძე – 77,000 ₾, ნანუკა ჟორჟოლიანი – 62,500 ₾ და ხატია დეკანოიძე - 52,000 ₾.
ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მოკვლევაშია აღნიშნული, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობასა და პოლიტიკურ შემოწირულობებს ეხება.
ცნობისთვის, ნანუკა ჟორჟოლიანი სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი კანდიდატია. კახაბერ ოქრიაშვილი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი კანდიდატი, დავით კირკიტაძე – რუსთავის და გარდაბნის სოფლების მაჟორიტარი, ხატია დეკანოიძე – ისნის მაჟორიტარი, ხოლო ცეზარ ჩოჩელი მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი კანდიდატი.
"17 კანდიდატს, მათ ოჯახის წევრებს და ბიზნეს პარტნიორებს 2012-2020 წლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ 621,987 ლარი აქვთ შეწირული, საიდანაც 285,302 ლარი 12 კანდიდატის პირადი შემოწირულობაა”, – წერს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.
„[ბლოკის] 8 კანდიდატი (პირადად ან მათი გარემოცვა) სხვა პარტიის შემომწირველიცაა: „ქართული ოცნება“ – 757 780 ₾ (კახაბერ ოქრიაშვილი - 388,000 ₾, როლანდ ფიფია - 175,000 ₾, ცეზარ ჩოჩელი - 69,780 ₾, დილარ ხაბულიანი - 65,000 ₾, მანუჩარ კვირკველია - 60,000 ₾); ცეზარ ჩოჩელი (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 145,000 ₾ (კახაბერ ოქრიაშვილი - 85,000 ₾, ცეზარ ჩოჩელი - 60,000 ₾); „პატრიოტთა ალიანსი“ – 113,500 ₾ (ნატო ჩხეიძე); „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 2,398 ₾ (ლევან ხაბეიშვილი - 1,898 ₾, ნატო ჩხეიძე - 500 ₾); „ევროპული საქართველო“ – 2,000 ₾ (ვაჟა ჩიტაშვილი)”, – აღნიშნულია TI-ს კვლევაში.
შეგახსენებთ, ბლოკში „ძალა ერთიანობაშია“ სულ 5 სუბიექტია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „პროგრესი და თავისუფლება“, „სახელმწიფო ხალხისთვის“, „რესპუბლიკური პარტია“ და „ევროპელი დემოკრატები“) გაერთიანებული, თუმცა მხოლოდ სამი პარტიის კანდიდატები იყრიან კენჭს მაჟორიტარულ არჩევნებში: „ნაციონალური მოძრაობიდან” - 20; პარტიიდან „პროგრესი და თავისუფლება“ - 4; და 1 კანდიდატი წარმოადგენს პარტიას „სახელმწიფო ხალხისთვის“.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა