მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცეზარ ჩოჩელი: ლარის გაუფასურება ნომერ პირველი პრობლემაა ბიზნესისთვის

5dbc48d6cbf54
დავით ჯალაღონია
01.11.19 20:20
1165
"ქართული ლუდის კომპანიის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ცეზარ ჩოჩელის განცხადებით, მიმდინარე პერიოდში ქართული ბიზნესისთვის მთავარი პრობლემა ლარის გაუფასურებაა.

"ლარის გაუფასურება ნომერ პირველი პრობლემაა ქართული ბიზნესისთვის. არ აქვს ამას მნიშვნელობა, ის იმპორტიორია თუ მწარმოებელი. განსაკუთრებით ცუდ პირობებშია წარმოებები, რადგან ძირითადად სესხები უცხოურ ვალუტაშია, ნედლეული უცხოურ ვალუტაში შემოდის და პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ ვალუტაში ხდება. აქედან გამომდინარე, საკმაოდ მძიმე ტვირთად აწვება ბიზნესს ლარის გაუფასურება", - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა BM.GE-სთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ლარის გაუფასურებით გამოწვეული პრობლემები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზეც დააყენა.

"ვისაუბრეთ ლარის კურსზე და საბანკო რეგულაციებზე. პრემიერი უშუალოდ არის ამ პრობლემატიკაში ჩართული და ჩვენ დარწმუნებული ვართ, აქაც გვექნება სიახლე. უფრო მეტად მან აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელთა გადაწყვეტილება მას უნდა წლის ბოლომდე, მომავალი ორი–სამი თვის განმავლობაში და ერთ–ერთი სწორედ ეს საკითხი მოხვდა, საბანკო რეგულაციები და ლარის კურსი", – განაცხადა BAG-ის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ და დასძინა, რომ "ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ბარომეტრი დღეს არის ლარის კურსი".

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2.96 ლარი ღირს.