27.მარტი .2020 10:15

ცეზარ ჩოჩელი სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში ბიზნესის ჩართულობას აუცილებლობად მიიჩნევს

views 318
უკან

სტრატეგიული გეგმის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია, ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობისა და ვალუტის კურსის შენარჩუნება, - ამის შესახებ BM.GE-ის ბიზნესმენმა ცეზარ ჩოჩელმა ვირუსის გავლის შემდეგ პოსტ-კრიზისულ მდგომარეობასთან გასამკლავებლად სტრატეგიული გეგმის შემუშავების მნიშვნელობაზე საუბრისას განუცხადა.

მისი შეფასებით, დღეს გაუფასურებული ლარი მნიშვნელოვნად იმოქმედებს ბიზნესუბიექტებსა და ქვეყნის ეკონომიკაზე. ზოგადი რჩევების მიცემისაგან თავს იკავებს და მიიჩნევს, რომ სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში ეკონომიკურ გუნდთან ერთად კერძო სექტორიც უნდა იყოს ჩართული.

„კიდევ ერთხელ ცხადი გახდა ის, რომ ყველა საჭირო გზა უნდა გამოინახოს იმისათვის, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ადგილობრივი წარმოებების შეიქმნას და განვითარებას. შეუძლებელი უნდა შევძლოთ და ადგილზე უნდა ვაწარმოოთ ყველა მოთხოვნადი და საჭირო პროდუქტი, რომელიც იმპორტირებულია უცხო ქვეყნებიდან. ასევე მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას.

მთლიანობაში, ალბათ სტრატეგიული გეგმა მხოლოდ მონეტარულ პოლიტიკას არ ეხება, ეს არის პოსტ-კრიზისული პერიოდისთვის ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა. თუმცაღა შემიძლია გითხრათ, რომ წარმოუდგენლად მეჩვენება, ვალუტის არსებული კურსის შენარჩუნება, რადგან კურსის დასტაბილურება გაცილებით უკეთეს პირობებშიც ვერ შევძელით. ეს მარტო ჩვენს ქვეყანაში არ ხდება, ეს პრობლემა გლობალურია.

რაც შეეხება რჩევებს, ჩემი აზრით, სტრატეგიული, ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებაში, მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად უნდა ჩაერთონ სპეციალისტები, ექსპერტები, ბიზნეს წრეები და ყველანი ერთად, შევძლებთ ქვეყნის რთული სიტუაციიდან გამოყვანის ეფექტური გეგმის შემუშავებას", - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა